ირაკლი ზარქუა გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა. უმრავლესობის დეპუტატი ზურაბიშვილის ინიციატივაზე - აიღოს შერიგების ვალდებულება, აკეთებს კომენტარს.
“მე მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, იმიტომ რომ ამის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება მარგველაშვილისა და ზურაბიშვილის შეხვედრას, კი ბატონო, ძალიან კარგია, თუ მათი შეხვედრის თემა და შინაარსი არის ის, რომ საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა განიმუხტოს, ამ შემთხვევაში მისასალმებელია.
რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, აბა, როგორ ესმით შერიგება? - მაგათ ესმით ის, რომ პატიმარი სააკაშვილი, რომელიც ახლა იხდის სასჯელს, მივუტევოთ ყველაფერი და გამოვუშვათ. ამას გულისხმობენ და ეს არაა სწორი დეფინიცია. შერიგება არ ნიშნავს იმ მწვალებლებს ეპატიოთ ის დანაშაულები და ციხიდან გამოვუშვათ” - ამბობს ზარქუა.
მთავარი ფოტო: 1tv.ge