ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების შედეგები სავარაუდოდ მომავალ კვირას გასაჯაროვდება.
„მსგავსი მოლაპარაკებები ყოველთვის კონფიდენციალურობის ხელშეკრულების ფონზე მიმდინარეობს. ახლა მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები და შემდეგ კვირაში, როდესაც კომპანიებისგან თანხმობა გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ შეგვიძლია გავასაჯაროოთ მოლაპარაკების დეტალები, ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ“ - განაცხადა ტიკარაძემ.
მთავარი ფოტო: imedi.ge