რობერტ ვალდოუ (1918-1940), ცნობილი როგორც ,,გიგანტური ილინოისელი“ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადამიანადაა მიჩნეული. რობერტი აშშ-ში, ილინოისის შტატში დაიბადა, მისი უჩვეულოდ სწრაფი ზრდა ადრეული ასაკიდან დაიწყო, 6 წლის ასაკში უკვე მამამისზე მაღალი იყო, 8 წლის ასაკში 1.95 მეტრი და 77 კილო იყო, ხოლო 21 წლის ასაკში მისი სიმაღლე 2.72 მეტრს აღწევდა. ზრდის ასეთი ტემპი გამოწვეული იყო ჰორმონული დაავადებისგან, რომელიც მას ადრეულ ასაკში განუვითარდა. იგი 21 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადამიანად აღიარეს. 22 წლის ასაკში მან კოჭი დაიზიანა, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა იმუნური დარღვევის გამო მისი მდგომარეობა დამძიმდა და ძილში გარდაიცვალა. მისი სხეულის ასაწევად 12 ადამიანი დასჭირდათ.

ამჟამად დედამიწის ყველაზე მაღალი ადამიანი და თანამედროვე გოლიათი ბაო ხიშუნია. ის 1951 წელს ჩინეთში დაიბადა და გინესის რეკორდების წიგნშია შესული. ბაო ხიშუნი 16 წლამდე განსაკუთრებული სიმაღლით არ გამოირჩეოდა, მომდევნო 7 წლის მანძილზე კი მისი ზრდის ტემპი საგრძნობლად აჩქარდა და 23 წლის ასაკში უკვე 2, 47 მეტრი იყო. 2009 წელს მას სიმაღლეში სულთან კოსენმა გადაუსწრო, მისი სიმაღლე 2.51 მეტრია.