2 წლის ბავშვმა დედა და 1 წლის დედმამიშვილი შემთხვევით დაჭრა. შემთხვევა აშშ-ში, ტეხასში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, 1 და 2 წლის ბავშვები ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე ავტომობილში ისხდნენ, ხოლო ბავშვების მშობლები ავტომობილთან იდგნენ, როდესაც 2 წლის ბავშვმა მანქანაში იარაღი იპოვა და შემთხვევით გაისროლა. ტყვიამ ჯერ ერთი წლის ბავშვი ფეხში დაჭრა, შემდეგ კი დედას მკლავში მოხვდა. ბავშვის ჭრილობა უმნიშვნელოა, მაშინ როცა დედამ სერიოზული დაზიანება მიიღო.