ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმდენად სამართლიანად ჩატარდა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილიც კი შედის პარლამენტში. ის ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარეობის შერჩევაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს.
"შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში. კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს" – განაცხადა მან.
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა. თავმჯდომარის პოსტის დაკავების მსურველი 4 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილია. რაც შეეხება წევრებს, კონკურსში 7 კანდიდატი მონაწილეობს.
ფოტო: facebook