ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის. გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი. მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება“ _ წერს გიორგი ღოღობერიძე.
ცნობისთვის, გიორგი ფხაკაძემ გიორგი ღოღობერიძე ომიკრონის მსუბუქად შეფასების გამო გააკრიტიკა.
ასევე, როგორც გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, კოვიდი გრიპი არ არის და ინფიცირებულთა 30%-ს შვილოსნობის პრობლემა შეექმნება.
„კოვიდი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება, ეს არის კონკრეტული კვლევები, 100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს, 70 გააკეთებს. დაიცავით თავი კოვიდისგან როგორც შეგიძლიათ“ _ აცხადებს ფხაკაძე.