საქართველოში მწვანე პასპორტი გაუქმდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საბჭოსთან არსებული შტაბის ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
"ომიკრონის გავრცელების მწვავე ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის აუცილებლობა. თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა მოქმედი რVება" - თქვა მან.
საქართველოში მწვავე პასპორტი 2 დეკემბრიდან მოქმედებდა.