ყვარელში, სოფელ შილდაში ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი, თუმცა ცეცხლის ქრობის პროცესს რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს. ძლიერი ქარის გამო, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკით მისვლა ვერ მოხერხდა, ამიტომ მეხანძრე-მაშველები და მოხალისეები ადგილამდე ფეხით მივიდნენ. ქრობით სამუშაოებში მაშველების გარდა მოხალისეებიც აქტიურად არიან ჩართული.