მგონია, რომ ალბათ არ ჩატარდება, განცხადება გაკეთდება შესაბამისად ოფიციალური, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. აღნიშნული განცხადება ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩთან დაკავშირებით გააკეთა.
,,მოვუწოდებ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, გავერთიანდეთ უკრაინისთვის, იგივე შეცდომები არ უნდა დავუშვას მსოფლიომ, რაც 2008 წელს, რაც გაუვიდა ოკუპანტს. მგონია, რომ პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, სწრაფი და საკმაოდ მტკივნეული რუსეთისთვის“ _ აცხადებს ირაკლი ზარქუა.