უკრაინა საფრანგეთისგან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დიალოგის შემდეგ განაცხადა.
,,ახალი დღე დიპლომატიური ფრონტის ხაზზე ემანუელ მაკრონთან დიალოგით დაიწყო. ჩვენი პარტნიორების იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინისკენ მოემართება. ანტი-საომარი კოალიცია მუშაობს“ _ წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.