2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორრო ქვეყანა ჩინეთი, ხოლო უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა - თურქეთი იყო. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათი მონაცემებით, , უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 95.4 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა რუსეთი – 92.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 92.3 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 295.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 181.8 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 156.5 მლნ. აშშ დოლარით.