გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 მარტს დედაქალაქში ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
25-27 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 24 მარტს ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 25 - 27 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.