იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაია სვიანაძის ამერიკაში წასულ და იქ დარჩენილ მოსამართლესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, მაია სვიანაძე 2021 წლის 5 აპრილს მოსამართლის თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, მოქმედმა მოსამართლე მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან წავიდა და იქ დარჩა. ჯანეზაშვილი წერს, რომ სვიანაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება აშშ-დან გამოუგზავნა.