თუ მას მართლა უნდა გამოსწორება, უნდა მოინანიოს, აღიაროს, რა შეცდომები იყო მართლმსაჯულების სისტემაში. აღნიშნული ,,გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლა სურს.
,,ყველამ იცის, რომ მე არ ვენდობი მიხეილ სააკაშვილს, არასოდეს დავუჭერ მხარს მის ერთპიროვნულად მოსვლას ქვეყანაში. მას სურს მარტო მოვიდეს ხელისუფლებაში, იმედი აქვს და სჯერა, რომ მარტო მოვა მეგობრების გარეშე, ციხეში ზის, მაგრამ მაინც ვერ ხვდება, რომ მარტო ვერ მოიგებს.
თუ მას მართლა უნდა გამოსწორება, უნდა მოინანიოს და თქვას, რას აკეთებდა მართლმსაჯულების სისტემაში. ახლა ხო მაინც მიხვდა, იქ არ ზის? აღიაროს, რა შეცდომები იყო მართლმსაჯულების სისტემაში. ციხეში ზის და გონია, რომ გამარჯვებული ხალხის ტელევიზია აქვს. ესეც ხომ არაადეკვატურობაა? სანამ ამ არაადეკვატურობას არ გადალახავს, მანამდე სულ ასეთი უცნაური ამბავი იქნება, ვერ იტყვი მასზე ვერაფერს, ვერ იტყვი კაცზე ცუდს, რომელიც ციხეში ზის, მაგრამ ვერც კარგს იტყვი, რადგან არც მაინცდამაინც მონანიებული აქვს“ _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.