მოსკოვის ცენტრში ხანძარია. ცეცხლი ტვერსკაიას მოედანზე, ქალაქის მთავრობის შენობის წინ გაჩნდა. კონკრეტულად რა იწვის უცნობია, ცეცხლი სავარაუდოდ ხის შენობას გაუჩნდა.
ადგილზე მივიდნენ მაშველები, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე ,,მოსკოვია“, რომელიც იწვის. 13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რუსულ კრეისერ „მოსკოვის“ ბორტზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით გემი ჩაიძირა, მისი კაპიტანი ანტონ კუპრინი გარდაიცვალა.