კიევის მკვიდრი წარმოუდგენელ ამბავს ყვება იმის შესახებ, თუ როგორ ისარგებლა უცხო ადამიანის ავტომობილით, რათა ოჯახის წევრები გადაერჩინა. ხოლო როდესაც ავტომობილის მეპატრონეს დაურეკა, მისი პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა.
,,ბომბის თავშესაფარი დავტოვე და მაღაზიის მახლობლად აალებადი მანქანა დავინახე. ორი საათის განმავლობაში ვუყურე, პატრონს ველოდი, ბოლოს ოჯახის წევრები წავიყვანე, მანქანაში ჩავსხედით და ვინიცაში წავედით ნათესავებთან. ხელთათმანების განყოფილებაში ტელეფონის ნომერი ვიპოვე და მფლობელს დავურეკე: ,,უკაცრავად, მე მოვიპარე შენი მანქანა, რათა ჩემი ოჯახი გადამერჩინა“.
მანქანის მეპატრონემ კი მიპასუხა: ,,მადლობა ღმერთს, არ ინერვიულო, 4 მანქანა მყავს. ჩემი ოჯახი ჩემი ჯიპით გამოვიყვანე. დანარჩენი მანქანები გავავსე საწვავით და დავტოვე სხვადასხვა ადგილას. გასაღებები მანქანებში დავტოვე და ტელეფონის ნომერი კი ხელთათმანების განყოფილებაში. ყველა მანქანიდან მივიღე ზარები. მშვიდობა იქნება - შევხვდებით. Თავს მიხედე!" _ ყვება კიევის მკვიდრი.