თუ სააკაშვილის ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ ის ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობას ახერხებდა და პატიმრობასაც მოახერხებს. ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ოიბახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ანორექსია შესაძლოა გამოწვეული იყოს სწორედ მისი ფსიქიკური პრობლემებისგან.
რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება, ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის პრობლემა. ზოგადად, მისი ფსიქიკური პრობლემების შესახებ ჩვენ დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, დღეს კი იგივე ადამიანები ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას. ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი, დღეს არის პატიმარი და პატიმრად დარჩება. თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი პატიმრობასაც მოახერხებს“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.