ტიპი, ადამიანი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, მიმკურნალეთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ,,ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ,,ცირკი“ უწოდა და თქვა, რომ ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგება, მომავალში მოსალოდნელია მათ ეს პირობა შეცვალონ.
,,სააკაშვილი იყო შემოქმედი იმ უბედურების, რაც ქვეყანაში და ციხეებში ტრიალებდა. სამედიცინო სერვისი კი არა, ხალხს პირდაპირ ასახიჩრებდნენ. გახსოვთ, ციხიდან რამდენი გარდაცვლილი გამოჰყავდათ და რა დღეში იყვნენ. ადამიანი, ტიპი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, მიმკურნალეთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? სისულელე 5 თუ 6 პირობა წააყენა. იუსტიციის სამინისტრომ მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. მისი გადასწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ არა. როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, დანარჩენი მისი პირადი გადასაწყვეტია. რაც შეეხება თავდებობას, ეს ყველაფერი ცირკად აქციეს, შოუს ელემენტები შეიტანეს. თავდებში ვინ უნდა დაუდგეს, მათ შორის ავტორიტეტული რომელია, რომელიც პირობას დადებს და შემდეგ არ შეცვლის? კონკრეტული გვარი თქვით. ამ ადამიანს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე და მორჩა, მან უნდა მოიხადოს“ _ განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს ,,ვივა მედში“ გამოკვლევების ჩასატარებლად და სამკურნალოდ გადაყვანა შესთავაზა. მიხიელ სააკაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხსადა, რომ შეთავაზებას გარკვეული პირობებით დათანხმდება, რაზეც იუსტიციის სამინისტრომ მას მოუწოდა, რომ შეთავაზებულ მომსახურებაზე პირობების გარეშე დათანხმდეს.