როცა მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით ციხეში ჩაჯდა, ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება. ეს სცენარი ვითარდება. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სიმულაციებს და სპეკულაციებს წარმატება ვერ ექნება.
,,ეს ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იძენს უკვე, ყველამ წინასწარ ხომ ვიცოდით, როდესაც ის ჩაჯდა თავის ფეხით ციხეში, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება. ეს სცენარი ვითარდება, თვითდაზიანებაზე თვითონაა პატიმარი პასუხისმგებელი, რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ისინი არიან პასუხისმგებელი შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე.
ამ სიმულაციებს და სპეკულაციებს წარმატება ვერ ექნება, რადგან ნებისმიერი პატიმარი იქნებოდა ასეთივე წარმატებული საკუთარ სიმულაციებში. რაც შეეხება თავდებობას, თავდებში ვინ დგება? – მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა, დაახლოებით იგივეა. „ნაცმოძრაობა“ რომ სააკაშვილზე პასუხისმგებლობას იღებს, სასაცილოა. სააკაშვილი მათი ბელადია და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და ღიმილის მომგვრელია“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.