იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
,,ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის, ეს იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის
რამდენიც უნდა ისაუბრონ, ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელსაც ვადგავართ, ეს გზა ემსხურება კანონის დაცვას. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერც ვერავინ შემოდის ციხეში და ვერც ვერავინ გადის, და თუკი ამას დავარღვევთ, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ დამნაშავეები და ჩვენ არ ვაპირებთ დანაშაულის ჩადენას“ _ განაცხადა რატი ბრეგაძემ.