ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი მთელი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა, ჩამიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ბიძინსა ივანიშვილის პოლიტიკას აგრძელებს.
,,ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და ჩვენი მთავრობადა პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. თუ ჩვენ გავაგრძელებთ უპასუხისმგებლო რიტორიკას, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციულ საქმიანობას, ეს ძალიან ცუდი იქნება, ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.