უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლი რატი შურღაია საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს. აეროპორტში გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად ოჯახის წევრები, მაგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში დღეს გაიმართება, ხოლო სამშაბათს მას ვაზისუბნის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
რატი შურღაია ქალაქ იზიუმთან 15 მაისს გარდაიცვალა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და მკურნალობის კურსს გადიოდა. თუმცა, მკურნალობის დასრულებამდე ის საომარ მოქმედებებშ ისევ ჩაერთო, რის შედეგადაც მდგომარეობა გაურთულდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.