დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმებს უნდა მიეცეთ საშუალება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. მისი თქმით, ექიმების გადაწყვეტილებაზე ზეწოლა დამაზიანებელია.
,,ძალიან დამაზიანებელია, როდესახ ექიმების გადაწყვეტილებაზე ამხელა პოლიტიკური წნეხია. გასაგებია ოჯახის პოზიცია, თუმცა პოლიტიკოსებმა რაღაცნაირად უნდა მონახონ თავის თავში ძალა და თუნდაც ორდღიანი მორატორიუმი გააკეთონ, რომ ექიმებზე ასეთი წნეხი და მუქარა არ იყოს. ექიმებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ“ _ აღნიშნავს დავით სერგეენკო.