მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი უკვე სრულად წოლით რეჟიმზეა და მასთან კომუნიკაციაც ასეთ მდგომარეობაში შედგა.
,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. როგორც მითხრა, უკვე სრულად წოლით რეჟიმზეა, მწოლიარე დამხვდა პალატაში, ჩვენს შორის კომუნიკაციაც შედგა ასეთ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა მიხელ სააკაშვილი აქ არის, ჩემი შეფასებით პოზიტიური ძვრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისკენ სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა. ამჟამად ველოდებით კიდევ ერთხელ ექსპერტების დაშვებას იმიტომ, რომ მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სამედიცინო კუთხით და შეაფასონ მკურნალობა რამდენად არის ეფექტური. ამ მდგომარეობაში მე ვერ წარმომიდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება მოახერხოს, რადგან მისი მდგომარეობა არის გაუარესებული“ _ აცხადებს შოთა თუთბერიძე.