სამხრეთ ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 ბავშვი და 2 ზრდასრული. შეიარაღებული პირი თავს დაესხა სკოლას, სადაც 7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვები სწავლობენ.
თავდამსხმელი 18 წლის მოზარდია, ის მანამდე საკუთარ ბებიასაც დაესხა თავს.
გარდაცვლილთა შორის ერთი მასწავლებელი იყო, 19 მოსწავლე და ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელიც პოლიციის სროლის შედეგად გარდაიცვალა. არიან დაშავებულებიც, ორი მათგანის, 66 წლის ქალისა და 10 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა.
ეს არის შემაძრწუნებელი ტრაგედია, თუმცა, სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამერიკაში მსგავსი შემთხვევა პირველად არ ხდება. BBC-ის ცნობით, მხოლოდ წელს სკოლებში სროლის 27 შემთხვევა მოხდა, ხოლო 10 დღის წინ ნიუ იორკში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.