ჩვენ გვჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ევროკავშირისგან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ განაცხადა.
,,ჩვენ გადავიტანეთ ორი ომი, ერთი აფხაზეთში და მეორე ცხინვალში. 2008 წელს კი ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამ ომის შედეგი არის ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია. ჩვენ გვესმის ის წუხილები, რაც არსებობს ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მიცემას. ეს ხანგრძლივი პროცესია, ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს საშინაო დავალება, რომელიც არის ასოცირების შეთანხმება. ჩემი აზრით, ჩვენ გვჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ევროკავშირისგან. დასასრულს, მე მსურს მოვახდინო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპული კონსტიტუციის თანაავტორის, მიხეილ მუსხელიშვილის, იგივე მიშელ მუსხელის ციტირება. ,,საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები“. ესაა ჩემი ბოლო კომენტარი“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.