დღეს პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩანიშნულ დებატებთან დაკავშირებით ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია ის საკითხია, რაზეც ყველაზე ნაკლებია სადებატო. მისი თქმით, მმართველ პარტიასთან ისურვებდა დებატებს ასევე სხვა საკითხებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.
,,ჩვენ დავიწყებთ იმ პროცესის შექმნას პარლამენტში, რაც მთელი ორი წელი პრაქტიკულად გაჩერებული იყო, ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის არ მიდიოდა დებატები. ევროპული ინტეგრაციის შესახებ ყველაზე ნაკლები გვაქვს სადებატო, რადგან ეს ის საკითხია, რაზეც ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ. ვისურვებდი, ჩაინიშნოს დებატები სასამართლოზე, ძალაუფლების განაწილებაზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, სიღარიბეზე, ან ბოლოსდაბოლოს, დღეს რომ მთელი ქალაქი გაჭედილია და ვერ გადაადგილდება ვერავინ, ტრანსპორტზე და სხვა უამრავ საკითხზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს ადარდებს. ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.