საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფემიციდის თემას გამოეხმაურა და თქვა, რომ სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ქალთა მკვლელობები ისევ ხდება. ამის შესახებ მან პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ გასაკეთებელი ქვეყანაში კიდევ ბევრია.
სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში კიდევ ხდება სასტიკი ქალთა მკვლელობები ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც დიდი გამოწვევაა და ვიცი, რომ ბევრი ქალი ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი. მაგრამ ისიც ვიცით თქვენც და მეც, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს“ _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.