საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მაისის თვეში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა.
პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ასეთია:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 22.0,
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 7.5,
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -0.3,
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 16.1,
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 9.2 ჯანმრთელობის დაცვა 2.0,
ტრანსპორტი 20.0,
კავშირგაბმულობა 0.8,
დასვენება, გართობა და კულტურა 2.3,
განათლება 3.2,
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 12.6,
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 0.34.