დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის ინიციატივით პარტია ,,მოქალაქეებმა" პარლამენტში ,,დედების სივრცის" ხელმძღვანელს ლია კოშაძეს და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ,,მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ" მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი და ინიციატორი არის პარტია ,,მოქალაქეები".
შეხვედრაზე ასევე განიხილეს, პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ,,დედების სივრცე", რაც მუდმივი სამუშაო ოთახის არარსებობას უკავშირდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ბადრიძე და ასოციაციის წევრები.
,,ვისაუბრეთ, ,,მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ" მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი სწორედ ჩვენი პარტიაა. ეს ცვლილება უფრო მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს მარტოხელა მშობლის სტატუსი და შესაბამისად ყველა ის შეღავათი, რომლითაც სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ.
განვიხილეთ თავად ორგანიზაცია ,,დედების სივრცის" პრობლემებიც, რომელიც ძირითადად უკავშირდება სამუშაო სივრცის არარსებობას“ _ აღნიშნულია პარტიის Facebook გვერდზე.




