საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ცნობით, პრემიერი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.