ყველამ კარგად ვიცით, რომ კომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის რაიმე არსებითი სხვაობა ვერ იქნება, ეს არის დღესავნით ნათელი. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც იგი აღნიშნავს, ოპოზიციის ნაწილი არასწორ მოლოდინებს ქმნის იმისთვის, რომ საზოგადოებაში ემოციები გააღვივონ.
,,კომისიის შემდეგ აზრი აღარ აქვს, რადგან ყველამ იცის, ჩენც ვიცით და ოპოზიციამაც იცის. აქაც ფეიკკამპანიას აწარმოებენ, თითქოს რაღაც შეიძლება, შეიცვალოს. მხოლოდ თეორიული შანსია, რომ რაღაც მოხდეს. პრაქტიკული შანსი ამის არ არსებობს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ კომისიის გადაწყვეტილებას გაიმეორებს საბჭო. ერთადერთი კიდევ ერთი არასწორი მოლოდინი შექმნეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ რაღაც ემოციები გაახურონ.
რაც შეეხება იმას, მაგალითად, ვიზიტი, რომ გააკეთო ამ 2-3 დღეში, ეს რა თქმა უნდა, არაფერს შეცვლის. ბუნებრივია, კომუნიკაცია არსებობს სხვადასხვა ფორმის, ზოგი წერილობითი ფორმით. ყველაფერი კეთდება, მაგრამ აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილებასა და საბჭოს გადაწყვეტილებას შორის რაიმე არსებითი სხვაობა ვერ იქნება“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.