საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა – ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10-წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
,,ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორებიცაა – სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და თურქეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში. შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო იყო 51-ე ადგილზე. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა – ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. 2012 წელთან შედარებით, 2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10-წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, რეგიონში არსებული უმწვავესი ვითარებისა და მათ შორის ჩვენი მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.