,,ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, სასწაულია პირდაპირ ოლიგარქის განმარტება არის შემდეგი - ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავის ნიჭით, ჩამოტანა დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მათი მმართველობის დროს. შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში დაგამარცხათ, გაგყარათ პოლიტიკიდან თქვენი დამნაშავე რეჟიმი, ეს ვერ აგიტანიათ
ეს თემა, დეოლიგარქიზაცია, ჩაიწერა უკრაინის შემთხვევაშიც, მოლდოვის შემთხვევაშიც, რეალურად, ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ, ჩვენ საერთოდ მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მან ოლიგარქებად მოიხსენია მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე, გიული ალასანია. ხოლო ბიძინა ივანიშვილი, მისი თქმით, ოლიგარად არ განიხილება.