როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის ხალხს, ეს ამორალურია, მითუმეტეს ამ ძალას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის მხარდასაჭერად აქციაზე გამოსულ ადამიანებს მიხეილ სააკაშვილის პლაკატები დახვდათ.
,,ევროპული იდეა არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი. არა მხოლოდ იმ ადამიანების არჩევანია, ვინც აქციაზე გამოვიდნენ. ეს ადამიანები გამოვიდნენ აქციაზე ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები, როგორ მოგწონთ?! მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპულ იდეას. როდესაც პოლიტიკური ძალა ცდილობს, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის და ეკუთვნის ხალხს, ეს ამორალურია, მითუმეტეს ამ ძალას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. პირიქით, მათ ყოველდღიური მმართველობა საქართველოს ევროპას აშორებდა. ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებიათ, არანაირი რეალური ხელშესახები შედეგი“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.