ევროპული პერსპექტივა არის პროგრესი. ვფიქრობ თქვენი ქვეყანა იმსახურებს პროგრესსა და წარმატებას. ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანა პირობებს შეასრულებს, კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც სრული წევრობაც მოჰყვება.
,,იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა პირობებს შეასრულებს, კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც სრული წევრობაც მოჰყვება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, ეს იმედგაცრუებად არ უნდა იქცეს თქვენთვის. ჩემთვის ეს დადებითი გზავნილია. მინდა ქართველებმა ლიეტუვის მაგალითი გაიხსენონ, თავის დროზე ეს ლიეტუვისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციის მიზეზი გახდა, რომ გაგვეტარებინა რეფორმები და ევროკავშირში რაც შეიძლება მალე მოვხვედრილიყავით. ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს ძალა. ხელისშემშლელი ფაქტორები პოლარიზაცია, ასევე 19 აპრილის შეთანხმება გახდა. ყველა ეს კრიტიკული ფაქტორი იქამდე უნდა გადაიჭრას, სანამ მწვანე შუქი ჯერ კიდევ ანთია. მჯერა, რომ ამ პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ. ევროპული პერსპექტივა არის პროგრესი. ვფიქრობ თქვენი ქვეყანა იმსახურებს პროგრესსა და წარმატებას. ევროპული პერსპექტივა გულისხმობს უკეთეს ცხოვრებას, კეთილდღეობას , მშვიდობას , კარგად ანაზღაურებად სამუშაოს, მოწინავე ეკონომიკას“ _ განაცხადა ნაუსედამ.