საქართველო, შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკანაა იმ გაგებით, რომ საუბარია პოტენციურ კანდიდატობაზე, თუმცა ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კანდიდატის სტატუსამდე მისასვლელად უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი.
,,სამივე ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, განსაკუთრებით საქართველოს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან. ნიდერლანდები მუშაობს საქართველოსთან ერთად, ვეხმარებით მას, მივიდეს იმ დონეზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რატომ დღეს არა? იმიტომ, რომ კომიისის დასკვნა არის მკაფიო და ვეყრდნობით, რომ მოლდოვას და უკრაინას აქვს საკმარისი პროგრესი, რომ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში მეტია გასაკეთებელი. საქართველო შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით უკანაა, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ გახდეს კანდიდატი. ვიტყოდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა ცარიელი. იმედი მაქვს, ხალხი ხედავს, რომ ევროკავშირისგან მკაფიო ერთგულებაა, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული ამბიცია, მაგრამ ასევე ვეუბნებით საქართველოს – ცოტა მეტია გასაკეთებელი“ _ განაცხადა რუტემ.