,,მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც პრემიერმა ოპოზიციას პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
იოსლიენი პოლარიზაციის დასასრულებლად პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს ყველაზე მარტივით, საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანით დაიწყონ, რაც სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად 2%-იან საარჩევნო ბარიერს გულისხმობს.
,,ვუსმინე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას. ფაქტი ერთია, სამმა ქვეყანამ შევავსეთ ევროკავშირის კითხვარი და აქედან მხოლოდ ჩვენ არ მოგვანიჭეს სტატუსი. მთელი რიგი რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში და განსაკუთრებით პოლარიზაციის მიმართულებით.
პოლარიზაციის დასრულება თუ გვინდა, ვთავაზობ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, დავიწყოთ ყველაზე მარტივით, ბოლომდე მივიყვანოთ საკონსტიტუციო რეფორმა, რაც გულისხმობს 2 %-იანი ბარიერს, სრულად პროპორციულ სისტემასთან ერთად. ბარიერის ნაწილში ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიღებული გვაქვს. მხოლოდ გახსნილი გარემო და სწორად გააზრებული საარჩევნო სისტემა არის ის აუცილებელი წინაპირობა, რომლითაც სამომავლოდ პოლარიზაციის დასრულება და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება იქნება შესაძლებელი“ _ წერს ლევან იოსელიანი.