უკანასკნელი თვეების განმავლობაში საპენსიო ფონდის რეალური მოგება მნიშვნელოვნად მცირდება. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ,,პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება შემცირდეს ან წაგებაზე გავიდეს.
„დღესდღეობით ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და ჩვენი მიზანია, რომ მას ვაჯობოთ, თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში საპენსიო ფონდის რეალური მოგება მნიშვნელოვნად მცირდება. დავამატებდი, რომ შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში ანუ მიმდინარე თვეებში მოგება კიდევ უფრო შემცირდეს, ან საპენსიო ფონდი წაგებაზე გავიდნენ. ჩვენი აზრით ახლა ინფლაცია პიკზეა და მის მნიშვნელოვან ზრდას აღარ ველოდებით. როგორც უკვე გითხარით, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე იქნება, მაშინ საპენსიო ფონდი წაგებაზე იქნება“ _ აღნიშნა გოგა მელიქიძემ.