აშშ-ში, ტეხასის შტატში, მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 46 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ხოლო 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეხანძრეების თქმით, გადარჩენილები შეხებისას იყვნენ ცხელი და განიცდიდნენ სითბურ დაღლილობას.
სან ანტონიო, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრშია, არის მთავარი სატრანზიტო გზა არალეგალების გადასაყვანად, სადაც ხშირია სატვირთო მანქანებით უსაბუთო მიგრანტების გადაყვანა. სან ანტონიოს მერის თქმით, ისინი, სავარაუდოდ, უკეთესი ცხოვრების საძებნელად მიდიოდნენ, რადგან მათ ყველას ჰყავდა ოჯახები.
46 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სითბური დარტყმა და გაუწყლოება იყო, რადგან სატვირთოში არ იყო არც კონდიციონერი და არც სასმელი წყალი მაშინ, როცა ტემპერატურა 39,4 გრადუსს აღწევდა
ამ ეტაპზე დაკავებულია სამი ადამიანი და საქმეს ფედერალური აგენტები იძიებენ.