ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა პრეზიდენტი და ის პოლიტიკური პატიმრობა, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ხნის მანძილზე, აუცილებლად უნდა დასრულდეს. ამის შესახებ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა ,,ვივამედში“ მოინახულა.
მისივე თქმით, ის, რომ ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში იმყოფება, ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.
,,ვიზუალურად ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ძალიან მაღალი კომპეტენციის ექიმებისგან გვესმოდა შეფასებები და ველოდებით დასკვნას უახლოეს პერიოდში. ვიზუალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა პრეზიდენტი და ეს პოლიტიკური პატიმრობა, აუცილებლად უნდა დასრულდეს, იმიტომ, რომ ეს არის არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვა და დარღვევა, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში“ _ განაცხადა ბექა ბასილაიამ.