შემზარავი ტრაგედია ქუთაისში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე ღამით მოხდა. 36 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა ჭრილობა დანით მიაყენა. ბრალდებული პოლიციამ დააკავა. დანაშაულის შემდეგ მამაკაცი მეზობლებმა ბინაში ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბინიდან ყვირილის ხმა შემოესმათ, ადგილზე მისულებს კარი დაკეტილი დახვდათ და მათ ბინაში მყოფ მამაკაცს ადგილის დატოვების უფლება არ მისცეს.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.