,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი სინამდვილეში ხელისუფლების გადატრიალება და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდება იყო.
მისივე თქმით, ხელისუფლება გეგმიდან გადახვევას არ აპირებს თითოეულ პუნქტს ზედმიწევნით შეასრულებს.
,,გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება, საზოგადოებამ დაინახა, რომევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას – ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. გუშინ საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
მათი ქმედებები ჩვენთვის არ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება. ვინც რეალურად არის დაინტერესებული ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.