,,გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიტიკოსები და თანაპარტიელები მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში უნდა დაეხმარონ.
მისივე თქმით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში ,,ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი გახდეს მართლა პარტია.
,,ჩვენ ყველამ - პოლიტიკოსებმა და მისმა თანაპარტიელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხიელ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ. ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ჩამოგდების ნაცვლად მშვიდობა თუ გვინდა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას. „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია, გაჩნდეს პარტიის შიდა დისკუსიები, მსჯელობები, განსხვავებული შეხედულებები, გამოუკვეთონ ადამიანები, რომელთან შეთანხმება შესაძლებელია და ამ შეთანხმებას ფასი აქვს. ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაცილი წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს" _ განაცხადა იაგო ხვიჩიამ.