დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარზე თავდასხმის შედეგად 100 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ სოლედარში რუსული არმია შეიჭრა. თავდასხმის მცდელობა რუსული არმიის დამარცხებით დასრულდა. შედეგად 100 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. 30 ადამიანიკი ტყვედ ჩაბარდა. ტყვეებს შორის 24 ჩეჩენია.