ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარებას განაგრძობს და 4 აგვისტოს მდგომარეობით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7244 ლარია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 1 ევროს კურსი 2.7775 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.