არ არის სწორი მიდგომა, როდესაც ადამიანებს კონკრეტული ნიშნის მიხედვით ყოფ. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის მიერ სავიზო რეჟიმის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შესაბამისი უწყებები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უსაფრთხოებისთვის მუდმივ რეჟიმში მუშაობენ.
,,ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა იყოს გარანტირებული. ყველაფერი სხვა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ არის. არ არის სწორი მიდგომა, როდესაც ადამიანებს კონკრეტული ნიშნის მიხედვით ყოფ. თუ ვინმემ ოკუპაციის კანონი დაარღვია, რა თქმა უნდა, იქნება რეაგირება და უნდა იყოს! თუ ვინმე განახორციელებს რაიმე ქმედებას, ამაზე რეაგირება საჭირო იქნება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის საჭირო საზოგადოებაში აღქმის გაღვივება და არა ფაქტის, რომ თურმე, უკონტროლოდ ხორციელდება შემოსვლა და არ ხდება შესაბამისი რეაგირება, თუ ამის საჭიროება იქნება“ _ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.