ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველი, სიღნაღელი სპორტსმენი ცოტნე ბეჟაშვილი ჩემპიონი გახდა. როგორც ფედერაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, მან 66 კგ კატეგორიაში 165 კილოგრამი დაძლია და პირველობა მოიპოვა.
,,ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონაატზე წოლჭიმში სიღნაღელმა ძალოსანმა ცოტნე ბეჟაშვილმა 66 კგ კატეგორიაში ყველას აჯობა 165 კგ იოლად დაძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ეს IPF-ის ვერსიით საქართველოს ისტორიაში ევროპირველობაზე მოპოვებული მეორე ოქროს მედალია, ვულოცავთ ცოტნეს წარმატებულ დაბრუნებსა დიდ სპორტში“ _ ნათქვამია ინფორმაციაში.