ოზურგეთში მკვლელობა მოხდა - 40 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა მას ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა.
მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.