ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალი 38 წლის შუშანა გორგაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სამ შვილთან ერთად ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, სადაც ერთი თვის წინ გადავიდა.
მეზობლების ინფორმაციით, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო. ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა. კონფლიქტის დროს სახლში, სავარაუდოდ, 4 წლის ბავშვი იმყოფებოდა.
გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ქმარი ქალზე წლების განმავლობაში ძალადობდა, მათივე ინფორმაციით, ამ მიზეზით იგი სასჯელს 3-ჯერ იხდიდა და მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი.
ყოფილი ქმარი ყოფილ მეუღლეს შერიგებას სთხოვდა და მათ შორის უთანხმოების მიზეზიც სწორედ ეს იყო.
მკვლელობის შემდეგ, მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.